1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მამა პეტრე პატრიარქის ქადაგებაზე: „მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად...“

გუშინ, საკვირაო ქადაგებაზე, პატრიარქმა ილია ll-მ მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა.  პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ „მეორედ მოსვლა მოახლოებულია. შეიძლება, რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი“, სწორედ ამას ეხმაურება მამა პეტრე კოლხი  და წერს:

 

“მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..

მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად... არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე...

დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან...

„იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი"...

ერთმანეთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება”, - წერს მამა პეტრე კოლხი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები