1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი უპრეცედენტო პროქტი

ჩამოტვირთვა

პირველად საქართველოში, "ბრავო რექორდსი", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი, ლონდონი 2012-ის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერ უპრეცედენტო პროქტს წარმოგიდგენთ. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, მოტივირება და პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია. პროექტის ავტორების ინიციატივით, აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში, მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა, პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერა, რომელზეც ვიდეოკლიპსაც გადაიღებენ. სიმღერის პრემიერა დღეს ბრავო რეკორდსის სტუდიაში შედგა. ნინი ბადურაშვილი 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური ნაკრების ოფიციალური მხარდამჭერი იქნება. საქართველოს დელეგაციამ პირველად 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი იაგო გორგოძე ძალოსნობის დისციპლინაში ასპარეზობდა და მე-8 ადგილი დაიკავა. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია, სავარაუდოდ, ორი ათლეტით - შოთა ომარაშვილითა და ნიკა თვაურით წარსდგება. აღნიშნული პროექტი თავის მოკრძაკლებულ წვლილს შეიტანს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები