1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ევროვიზიაზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს

ჩამოტვირთვა

ევროვიზია 2012-ზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს. ჟიურიმ და მაყურებელმა გამარჯვებული 9 კონკურსანტს შორის გამოავლინა. შიდა შესარჩევ ფინალურ ტურს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ხმის მიცემის პროცედურა ცხრავე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთს გასტანა. რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები ბაქოში 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები