0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პოლიციამ 3 კგ-მდე კოკაინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 3 კილოგრამამდე კოკაინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ის აეროპორტში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები