1 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის თვითიზოლაცია მაგალითია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების და ზრუნვისა გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა ლეგოიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები