თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
· ქართული კომპანია ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია
ერევნის მუნიციპალური პარკი გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსებით განახლდება. ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, ამიერკავკასიის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის ლიდერი ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ გახდა. ხელშეკრულებას მხარეებს შორის 2022 წლის 6 მაისს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სომხეთის დედაქალაქს, პირველ ეტაპზე, MAN-ის ბრენდის 100-მდე ერთეული ავტობუსი შეემატება.
სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება.
ჰრაჩია სარგსიანი, ერევნის მერი: „ტენდერის მიხედვით, რომლის შეთანხმებას მომწოდებელ კომპანიასთან დღეს მოვაწერეთ ხელი, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები ერევნის მოსახლეობას 2023 წლიდან მოემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავთ და ავტობუსების პარკის განახლება ამის ერთ-ერთი ნაწილია.
ახალი ავტობუსების შემოყვანაში ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დაგვეხმარება, რომელიც MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვე და კომპანიის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს, ტენდერის პირობები შეთანხმებულ ვადებში შესრულდეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ავტობუსებს ტექნიკური მომსახურება ერევანში ჩაუტარდება. ვფიქრობ, გამართული სერვისის მიწოდებით ჩვენი ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა კიდევ უფრო გახანგრძლივდება“.
ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივაწვდით. „თეგეტას“ შეთავაზება საუკეთესო აღმოჩნდა და სხვა უცხოურ კომპანიებს გაუწია კონკურენცია. სატენდერო ხელშეკრულებით, რომელიც „თეგეტასა“ და ერევნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფასთან ერთად, ვიღებთ ვალდებულებას, ვიზრუნოთ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეს პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის - „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე განხორციელდება.
ჰოლდინგს წლებია, მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს სომხეთთან, სადაც „თეგეტა“ ბრიტანული პრემიუმ სპეცტექნიკის მწარმოებელი კომპანიის JCB-სა და სხვა ევროპული ბრენდების წარმომადგენელია.
ვიმედოვნებთ, ახალი შეთანხმების ფარგლებში, შესაძლებლობა მოგვეცემა, დამატებითი წვლილი შევიტანოთ სომხეთის ავტოინდუსტრიის განვითარებაში“.
სომხეთის დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე 100-მდე ახალი ავტობუსი შეემატება. სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.
MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.
ავტობუსების გადაცემის პროცესი 2022 წლის ბოლოდან დაიწყება და 2022-23 წლების პერიოდში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. შედეგად ერევნის მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გაფართოვდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა. „თეგეტა ჰოლდინგი“ სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიას, რომლის პორტფელშიც 20-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, უკვე აქვს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. „თეგეტა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ის და სხვა ევროპული ბრენდების 500-მდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.
***
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები