2 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ტექნოლოგიური სესიები თიბისისგან

თიბისი იწყებს ტექნოლოგიური შეხვედრების სერიას, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, მათთვის უახლესი ინფორმაციისა და ტრენდების გაცნობაა. ტექნოლოგიურ სესიებზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ თემაზე.

 

ტექნოლოგიური სესიები Zoom-ის პლატფორმის დახმარებით ჩატარდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სესიები იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს.

 

„თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად იმყოფება ტექნოლოგიური სიახლეების ავანგარდში, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან და ამარტივებენ ჩვენს ცხოვრებას.  ამ პლატფორმის საშუალებით გვსურს, შემოვიტანოთ ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება და დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან,“  - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ლიდერი.

 

პირველ ასეთ სესიას 6 აპრილს 18.00 საათზე ჩაატარებს უდი დაჰანი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც Service-Oriented Architecture და Domain-Driven Design ექსპერტი და  NServiceBus-ის შემქმნელი.

 

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ლინკზე :  https://link.tbc.ge/3iHYAsM

კომენტარები

მსგავსი სიახლეები