2 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ექსპორტის განვითარების ასოციაცია თიბისი ბიზნესთან ერთად ფორუმს მართავს

რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.  ექსპორტის განვითარების ასოციაცია და თიბისი ბიზნესი ერთობლივ ფორუმს მართავენ, სადაც ექსპორტთან დაკავშირებულ ამჟამინდელ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

 

ფორუმს კვების მრეწველობის სექტორიდან 50-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმი ორ დღიანია, დახურული შეხვედრაზე ექსპორტთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს და მათ გადაჭრის გზებს განიხილავენ. ექსპორტიორი კომპანიებისგან მოისმენენ კონკრეტული პრობლემებს, გეგმებს და მოსაზრებებს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

 

ფორუმის მიზანია, კერძო სექტორს, სახელმწიფოს და საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს  კრიზისის შემსუბუქების გზები.

 

შეხვედრა 29 მარტს, 12 საათზე, თიბისი ბიზნესის ტრენინგ ცენტრში ჩატარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები