2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლითონის საამქრომ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა- „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად კომპანია „პროცესორს“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო. 

 

პროექტის საინვესტიციო მოცულობა  131 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია  100 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 135 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს. 

 

კომპანია „პროცესორი“ ლითონის საამქროა, რომელიც ამზადებს ლითონის კონსტრუქციებს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სარეკლამო ბიზნესში. „პროცესორი“ სულ მალე ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

 

„ჩვენ საქართველოს ბანკთან 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად ამჯერად ელექტრო ენერგიაზე გაზრდილი ხარჯების შემცირებისა და ამასთან, გარემოზე ზრუნვის მიზნით, გადავწყვიტეთ დაგვემონტაჟებინა მზის ელექტროსადგურები. ამისთვის მივიღეთ როგორც ბანკის, ასევე „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება 131 000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბადრი მაღრაძემ.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის წახალისებასა და სამომავლო განვითარებაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენი და კომპანია „პროცესორის“ პარტნიორობა უკვე ამდენი წელია გრძელდება და ახლა კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ერთად. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ  წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- აცხადებენ საქართველოს ბან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები