2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს ბანკი Bank-as-a-Service მიმართულების განვითარებას აქტიურად აგრძელებს. ბანკმა ბიზნესისა და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით პლატფორმა api.bog.ge შექმნა, სადაც ყველა ის საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომელთა ინტეგრაციაც ციფრულ ბიზნესებს სჭირდებათ. ეს სერვისებია: ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება, ბიზნეს ინტერნეტბანკის სერვისები და მომხმარებლის ანგარიშის მონაცემების გაზიარება (ღია ბანკინგი). მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kSboP6

API პროდუქტების ინტეგრაცია ციფრულ ბიზნესებს მოამარაგებს საჭირო ფინანსური სერვისებით, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებენ თავიანთი მომხმარებლის ონლაინ მომსახურებას. (API პროგრამული შუამავალია, რომელიც ბიზნესებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა სერვისის, საკუთარ ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებაში ეხმარება) მეორეს მხრივ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ ბანკის სერვისებით, ინტერნეტ და მობილბანკს გარეთ, სასურველ ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში.

აღნიშნული სერვისების ინტეგრაცია api.bog.ge-დან, გამარტივებული დოკუმენტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა პროდუქტის შესახებ. გაეცნონ ინტეგრაციისათვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციებს, გააკეთონ განაცხადი მათთვის სასურველ პროდუქტზე და მიიღონ მხარდაჭერა კითხვების არსებობის შემთხვევაში.

პლატფორმას განვითარების შემდეგ ეტაპებზე თითოეული სერვისის მართვისა და ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატება. გარდა ამისა, სწორედ api.bog.ge-ზე განთავსდება სამომავლოდ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ყველა API პროდუქტი.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ბანკის სერვისები გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მომხმარებელს დავახვედროთ სწორ დროსა და ადგილას. ამის შესაძლებლობას გვაძლევენ ჩვენი ის პარტნიორები, რომლებიც ბანკის ფინანსურ სერვისებს იყენებენ საკუთარ ციფრულ პროდუქტებში. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა მომხმარებელს არსებული API სერვისები ერთ სივრცეში შესთავაზა. სამომავლოდ კი ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი API სერვისის დანერგვას, რის შედეგადაც მომხმარებლები უკვე სრულყოფილი API Marketplace-ით შეძლებენ სარგებლობას. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული სერვისების საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრაციით არაერთი ბიზნესი შეძლებს უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი საქმიანობა", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები