1 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკვე მეორედ, Miami Ad School Europe-ში სწავლის მსურველელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა აქვთ

საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მიღება მსოფლიოს საუკეთესო კრეატიულ სკოლაში სწავლის მსურველებს წელსაც შეუძლიათ.საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერითყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაშისრულად უფინანსდება.

2 წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, Creative Technology. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრებიMiami Ad School-ში.

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/

ინფორმაციისთვის,საქართველოს ბანკისა და MiamiAdSchoolEurope-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელის და MiamiAdSchoolEurope-ის კურსდამთავრებულის) სახელობის სტიპენდია დაწესდა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ განათლების მხარდამჭერი პროექტებიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. 2020 წელს პირველი სტიპენდიანტი ხატია არველაძე გახდა, რომელიც ბერლინში Art Direction-ის პორტფოლიო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას. სასტიპენდიო პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5e216ce5f21b2fff926de49e

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები