0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარიტა მუსელიანი აპირებს, რომ ხელი შეუშალოს "ენკას" სამუშაო პროცესს

რიონის ხეობის აქტივისტების ერთ-ერთი ლიდერის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, აქტივისტები არ აპირებენ საჯარო პირობის დადებას იმის შესახებ, რომ “კომპანიას ხელს არ შეუშლიან”, პირიქით, ისინი გააგრძელებენ იმ პროტესტს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ.

ამასთან, მუსელიანმა განმარტა, რომ აქტივისტებს 7-თვიანი პროტესტის ფარგლებში კომპანიის ტექნიკა არ დაუზიანებიათ და ამას არც მომავალში გეგმავენ.

"ნათია თურნავას განცხადების შესახებ მითხრეს,  რომ თურმე ჩვენგან პირობა სჭირდება, რომ კომპანიას ხელს არ შევუშლით და ამის შესახებ ჩვენ 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების მედიატორობით შედგა, განვაცხადეთ, რომ ამის პირობას არ დავდებთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი პროტესტის მთავარ მიზანს. იმის პირობას ვერ დავდებთ, რომ სამუშაო პროცესს ხელს არ შევუშლით. მთელი 7 თვე ეს იყო ჩვენი პროტესტის მიზანი, რომ კომპანიის მუშა პროცესი შეგვეჩერებინა და რას ნიშნავს ეს…ტექნიკა კი არც არასდორს დაგვიზიანებია და ამას არც მომავალში გავაკეთებთ”, – განმარტა მუსელიანმა. 

მისი თქმით, აქტივისტების ეს უარი მისაღები იყო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელისთვის, დირკ ბუშლესთვისაც, რადგან  პროტესტი გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები