0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

.ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია - კომპანია "ენკა" საფლავებიდან ცხედრების გადასვენების საკითხს ეხმაურება

დავით ჩოჩია აცხადებს, რომ საფლავებიდან ცხედრების გადასვენება ჯერ არ დაწყებულა.

"გადასვენების პროცესი არის მოსახლეობასთან შეთანხმებული, ის დროში გაწერილია და ჯერ არ დაწყებულა.  ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ამ ფორმით აღდგომის წინა კვირაში რელიგიურ გრძნობებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

კომპანია მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნული საფლავი ორი თვის წინ გადაიტანა ადგილობრივმა მცხოვრებმა რაინდი მანაგაძემ  საკუთარი სურვილით. მას აღებული აქვს კომპენსაცია, გადავიდა ქუთაისში საცხოვრებლად და საფლავებიც მისივე სურვილით გადაიტანა.

“ენკა”-ს მომხდარ ფაქტთან კავშირი არ აქვს და ზოგადად, საფლავების გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ჩვენ გუშინ ვიყავით ჩასულები რიონის ხეობაში და მოსახლეობასთან ერთად მოვინახულეთ რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება, სამომავლოდ განთავსდეს ახალი სასაფლაო, რომლის ვალდებულება კომპანიას აქვს აღებული.

ლოკაციის არჩევის შემდეგ, რაც მოხდება მოსახლეობასთან შეთანხმებით, ჩვენ უნდა მივიღოთ ოფიციალური ნებართვა და როდესაც დადგება გადასვენების დრო, ამაში ჩაერთვება სპეციალური დამკრძალავი ბიურო.  ეს არის ეტაპობრივად დროში გაწერილი პროცესი, ამაში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა, ეკლესია და ყველაფერი ხდება შეთანხმებით.

ამჟამად, მოსახლეობა არის გადაწყვეტილების პროცესში, თუ რა ადგილი აირჩიონ  სამომავლოდ სასაფალოსთვის. ადგილობრივი მოსახლეობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტებით, რათა მათი მოთხოვნები იყოს ბოლომდე დაკმაყოფილებული.

სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები მცდარ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ. ნებისიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სოფელში მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს იქ არსებული რეალობა. ადგილობრივებმა ნამდვილად კარგად იციან რეალური სურათი" -  აცხადებს კომპანია ენკას წარმომადგენელი დავით ჩოჩიამ.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საფლავების გადატანასთან დაკავშირებით ადგილობრივი რაინდი მანაგაძეც ეხმაურება, რომელიც ერთადერთია სოფელ ონჭეიშში, ვინც წინაპრების საფლავების სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამ სასაფლაოს კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში.

“რა უფლებით იღებენ და ავრცელებენ ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი სასაფლაოზე სიარულს. ჩემი სურვილით გადავწყვიტე დედაჩემის, მამაჩემის, ბებიას და ბაბუას ნეშტები ორი თვის წინ ქუთაისში გადმომესვენებია. არავის უთხოვია და ჩემს გარდა არც არავის გადაუსვენებია ნეშტები” – აცხადებს რაინდი მანაგაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები