თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
· 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 0,6 წამით გაუმჯობესდა და ახლა 2,4 წმ-ს შეადგენს;
· ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 35 პროცენტით გაიზარდა და 678 კილომეტრს შეადგენს;
· „ტაიკანის“ დამუხტვის სიმძლავრე 50 კილოვატით გაიზარდა და ახლა 320 კილოვატამდე აღწევს;
· 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვას ნებისმიერ „ტაიკანში“ 18 წუთი სჭირდება.
„პორშემ“ „ტაიკანი“ მრავალი მიმართულებით განაახლა და მოდელის ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე, ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა, უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია მისცა. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. „ტაიკანის“ ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.
ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე „ტაიკანს“ შეეხო - როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი - წინა ან სრული ამძრავით. „ტაიკანის“ განახლებულ ვერსიებს კი „პორშეს“ ცენტრებში 2024 წლის გაზაფხულიდან იხილავთ.
სერიული წარმოების დაწყებამდე მაქსიმალური სრულყოფისთვის „პორშეს“ ინჟინრებმა და ტესტდრაივერებმა „ტაიკანის“ შენიღბული სატესტო მოდელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3,6 მილიონი კილომეტრი გაიარეს. მათი მიზანი იყო „პორშეს“ პირველი სპორტული ელექტრომობილის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა „პორშემ“ დღემდე თითქმის 150 000 „ტაიკანი“ გამოუშვა. ამ მოდელის გასაღების უმთავრესი ბაზრები კი აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთია.
კევინ გიკი, „ტაიკანის“ წარმოების ხელმძღვანელი: „ელექტრომობილურობის ერაში პირველი ნაბიჯი სწორედ „ტაიკანით“ 2019 წლის ბოლოს გადავდგით - მოდელით, რომელმაც ელექტრომობილების სეგმენტში თამაშის წესები შეცვალა და ინოვაციურ წინამძღოლად იქცა. ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული „ტაიკანით“ წარმატებული ისტორია გრძელდება. პერფორმანსის თვალსაზრისით „ტაიკანი“ ახალ საფეხურზეა აყვანილი: მისი სვლის დინამიკა და მართვის სიამოვნება განუმეორებელია. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ეფექტიანობა, რესურსი, კომფორტი და პრაქტიკულობა“.
„ტაიკანის“ განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan Turbo S კი - 2,4 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 952 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.
ძარისა და მოტორიზების ვარიანტების მიხედვით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 678 კილომეტრამდეა გაზრდილი (WLTP). ეს 175 კილომეტრითა და 35 პროცენტით მეტს ნიშნავს. განახლებულ „ტაიკანს“ შორ გზაზე არა მარტო ნაკლები გაჩერებები სჭირდება დასამუხტად, არამედ წინამორბედ მოდელზე უფრო სწრაფადაც იტენება. მაგალითად, DC დამტენებზე, 800-ვოლტიანი ტექნიკით, 320 კილოვატამდე სიმძლავრით იმუხტება. ეს 50 კილოვატით მეტია, ვიდრე წინამორბედის შედეგი. დამუხტვის მაღალი სიმძლავრე ძალიან დაბალ ტემპერატურებშიც სწრაფად მიიღწევა. პირველი თაობის „ტაიკანს“ 10-დან 80 პროცენტამდე დასამუხტად ბატარეის 15-გრადუსიანი ტემპერატურის დროს 37 წუთი სჭირდებოდა. იდენტურ ვითარებაში განახლებული „ტაიკანი“ 10-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 18 წუთში იტენება (მიუხედავად ბატარეის მეტი ტევადობისა).
განახლებული „ტაიკანის“ ყველა ვერსიას სერიულად მოჰყვება აეროდინამიკის თვალსაზრისით ოპტიმიზებული დისკები და საბურავები. აღსანიშნავია, რომ „ტაიკანისთვის“ განახლებული 21-დუიმიანი დისკები და საბურავები შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ „ტაიკანის“ კომპლექტაცია ახლა უფრო მრავალფეროვანია, ავტომობილის წონა დაახლოებით 15 კილოგრამით შემცირდა. მაგალითად, სერიულ კომპლექტაციაში შედის: ინტერიერის განათება, პარკირების ასისტენტით უკანა ხედვის კამერა, ელექტროსარკეები, სარკის გარშემო განათება, სავარძლების გათბობა, Porsche Intelligent Range Manager (PIRM), სმარტფონების უკაბელო დატენის ფუნქცია, სვლის რეჟიმების გადამრთველი და ა.შ.
რაც შეეხება Style Porsche-ს დიზაინს - ექსპერტებმა „ტაიკანი“ ვიზუალურად მეტად დახვეწეს. HD-Matrix ტექნოლოგიით აღჭურვილი მთავარი მაშუქები ახლა უფრო დეტალური ოპტიკით გამოირჩევა. უკანა განათების ხაზზე კი წარწერა “Porsche” სამგანზომილებიანია. Turbo და Turbo S მოდელები ექსტერიერითაც და ინტერიერითაც ვიზუალურად ახლა უფრო მკვეთრად გამოირჩევიან სხვა მოდელებისგან.
განახლებული „პორშე ტაიკანი“, „პორშე ცენტრი თბილისში“, აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები