1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მომავალი პრეზიდენტისთვის ერთადერთი ბარომეტრი, უნდა იყოს მოქალაქეები და არა რაიმე ან ვინმე - მარგველაშვილი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას მომავალი პრეზიდენტის მოვალეობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ერი არ უნდა გახლიჩოს და ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ერი გააერთიანოს. მისივე თქმით, პრეზიდენტის პრიორიტეტი უნდა იყოს ხალხი და არა რომელიმე კონკრეტული პირი ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.

"ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში.  მეორე - პოლიტიკოსისთვის, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და იმსახუროს პრეზიდენტად უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე ან ვინმე სხვა ადამიანი ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.

მე მინდა ამ თავალსაზრისით ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რაც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს. ეს არის ის, რომ მიზანი პრეზიდენტის უნდა იყოს გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის. არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპიროს ერთმანეთთან. ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს და ამ გაერთიანების პროცესში შენ არ დაკარგო მრავალფეროვნება. ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულნი, მაგრამ აგრეთვე იმაში, რომ ჩვენ ამ განსხვავებულობაში ვემსახურებით ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, ეს არის სამშობლო და დემოკრატია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები