0 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა კალაძე - ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ

როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არასერიოზულია სანქციებზე საუბარი. მზად ვართ, ურთიერთობები გავაღრმაოთ. იყოს მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს. იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას..

თუ იმაზეა საუბარი, რატომ მივიღეთ კანონი - პარლამენტი იმისთვისაა და მოსახლეობის უმეტესობამ იმიტომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“, რომ მისი ვალდებულებაა კანონები მიიღოს, გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და შეუძლებელია ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები