1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კატებზე ზრუნვის ზამთარი - თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია

 

„თეგეტა ჯგუფმა“ 2022 წელი ზრუნვის წლად გამოაცხადა და ამ მასშტაბურ წამოწყებაში ყველა, ვისაც სიკეთის კეთების სურვილი აქვს, ირგვლივ შემოიკრიბა. კამპანია რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ზამთარი მიუსაფარი ცხოველებისთვის ყველაზე საშიში სეზონია - ახლა, როცა გარეთ ასე ცივა, თეგეტა ავტომფლობელებს დაუცველი ცხოველების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს და მარტივი რჩევების გათვალისწინებით, მათი დაცვისკენ უბიძგებს.
 
„კატებზე ზრუნვის ზამთრის“ იდეა კომპანიას სწორედ  სეზონმა უკარნახა. ზამთარში კატები ავტომობილის გახურებულ ძრავსა და საბურავებში ცდილობენ მოკალათებას - ასე გაურბიან სუსხსა და სიცივეს. ავტომობილის მძღოლების უმეტესობამ კი შესაძლოა უნებლიეთ ცხოველები დააზიანოს.  სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, თეგეტამ  “Animal Project”-თან ერთად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია „კატებზე ზრუნვის ზამთარი“ წამოიწყო.

ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა თეგეტას ზრუნვის კამპანიის გაგრძელებაა. იმისთვის, რომ ჯანსაღ, განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი, დიდი კომპანიების პასუხისმგებლობა გვგონია, სწორედ ამიტომ ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა რამდენიმე პროექტს მოიაზრებს. ერთი მხრივ, ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ამ ეტაპზე ზამთრისთვის ყველაზე აქტუალური და ჩვენს საქმიანობასთან ახლოს მყოფიმანქანებში შეფარებული მიუსაფარი კატების გადარჩენა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები კატების სტერილიზაციას და მათთვის სახლების, ზრუნვის წერტილების მოწყობას გულისხმობს.
საინფორმაციო კამპანია სოციალური ქსელის გარდა ჩვენს ფილიალებსაც მოიცავს, სადაც მომხმარებელს ზამთრის თანმდევი რისკის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ფლაერის სახით ვატანთ რჩევებს,  როგორ შეუძლიათ იზრუნონ მიუსაფარი კატების უსაფრთხოებაზე ” - ამბობს ნათიკა ბერძული, “თეგეტა ჰოლდინგის” სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. 

  
 
მიუსაფარი ცხოველების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დეტალურად არც ის ვიცით, რამდენი კატა ეწირება გაუფრთხილებლობას, თუმცა  არაოფიციალური ცნობით,  საქართველოში ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში მანქანას შეფარებული ასამდე კატა იღუპება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ფისოების გადასარჩენად თეგეტამ და "Animal Project"- მა რამდენიმე მარტივი რჩევა შეიმუშავეს, რომლის შესასრულებლად ერთ წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ. 
 
მანქანის დაძვრამდე საბურავები და წინა ხუფი შემოწმეთ და დარწმუნდით, ავტომობილში კატა ხომ არ იმალება;
 •
ძრავის ამუშავებიდან დაძვრამდე 10-მდე დათვლაც საკმარისია, რომ ავტომობილში დამალულმა კატამ გამოსვლა მოასწროს;
 •
მართვისას თუ მანქანიდან კატის კნავილი ისმის, საჭიროა ძრავის გამორთვა და ავტომობილის შემოწმება, რადგანაც შესაძლოა კატა ვერ ახერხებს ძრავიდან გამოსვლას.


 
Animal Project-ისა და თეგეტას ცხოველებზე ზრუნვის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი ფისოების სტერილიზაციაა. პროცესი დედაქალაქს გასცდა, მოიცვა ქუთაისი, გორი, რუისი და ბოლნისი სადაც 100 კატის სტერილიზაცია მოხდა.

 
კატები და ძაღლები საუკუნეების მანძილზე ადამიანის კომპანიონი ცხოველები არიან. მათი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები არ არის ურბანული  ქუჩა, მაგისტრალები, თუ დაუსახლებელი ტერიტორიები. ყველა ძაღლი და კატა უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან ერთად. საქართველოში არსად აღირიცხება და არავისგან კონტროლდება კომპანიონი ცხოველების (ძაღლების და კატების) პოპულაცია, შესაბამისად მრავლდება იმაზე მეტი კატა, ვიდრე არსებობენ ადამიანები, ვისაც მათი აყვანა სურს.  ასეთი კატები ხვდებიან ქუჩაში და უწევთ უმძიმეს პირობებში არსებობა. სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას’’ - ამბობს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.

ცხოველებზე ზრუნვისთვის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი ფისოებისათვის სახლების დადგმაც იგეგმება. თბილისის სხვადასხვა უბანში კატებს მალე ახალი თავშესაფარი ექნებათ. პირველ ეტაპზე სულ 10 სახლი განთავსდება.

"Animal Project"-ი ცხოველების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი კეთილდღეობისთვის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. თეგეტასთან მათი  მეგობრობაც რამდენიმე თვეა დაიწყო. კომპანია ზრუნვის პლატფორმაზე, tegeta.care, ადვილად იძებნება და დახმარების მსურველებისთვის მთელი წელი ხელმისაწვდომია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები