პოლიტიკა
მელია: კალაძემ უარი თქვა დებატებზე, არადა საგნობრივი დებატები საინტერესო იქნებოდა
2021-10-20 12:26:09
თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია სამწუხაროდ უწოდებს იმ ფაქტს, რომ მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ დებატზე უარი უთხრა. გარდა ამისა, მელია აღნიშნავს, რომ ოპონენტის ოჯახისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.
“ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა – ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში! რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას – ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია – დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით. არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ – მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ – ისინი უნდა დავამარცხოთ!”, – წერს მელია.
კომენტარები