1 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, მას სისხლის დაავადება აქვს – პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

“ახლა ვიყავი, მოვინახულე პრეზიდენტი, დაახლოებით 2 საათ-ნახევარი ვიყავი ციხეში. მინდა მოგახსენოთ, რომ სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა 2-3 დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის მდგომარეობაში”,– ამბობს ექიმი მთავარი არხის ეთერში.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შეიძინა 7 ქილა თაფლი, მან თაფლისა და წვენების მიღება შეწყვიტა და მხოლოდ წყალს იღებს.

ექიმის თქმით, სააკაშვილმა მისცა უფლება, ეთქვა, რომ მას სისხლის იშვიათი დაავადება აქვს.

“მიშას აქვს სისხლის დაავადება – თალასემია. მე არასდროს არ მითქვამს ეს ტელევიზორში, მაგრამ დღეს მომცა უფლება, რომ მეთქვა ამის შესახებ. ეს დაავადება ძალიან ძალიან იშვიათია, არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, თალასემიით ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ არის ლიმიტები. ერთ-ერთი ლიმიტია შიმშილობა. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, რომლის რევერსი არ არსებობს”,– ამბობს ყიფშიძე.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაავადების შესახებ დიაგნოზი ვაშინგტონში დაუსვეს.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი მეათე დღეა შიმშილობს. ის შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები