1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები ჩატარდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  5-8 ოქტომბერს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები გაიმართება.  პროექტი ამერიკის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტის  (The Bureau of Educational and Cultural Affairs (ECA) სპიკერების პროგრამისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.  ლექციებს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

 

„საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგამომცემლო სფერო მთელ მსოფლიოში, გამუდმებით იხვეწება და ახალ მიმართულებებს იძენს. „აუცილებლად მიგვაჩნია, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გამომცემლებსაც მივაწოდოთ და ამ გზით გავამდიდროთ მათი ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები შევარჩიეთ“,- ამბობს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

 

ონლაინლექციების მსმენელი შეიძლება  გახდეს ნებისმიერი, ვისაც საგამომცემლო სფერო აინტერესებს. 

ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ამერიკული საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ:

·         გამომცემლისა და ავტორის ურთიერთობა

სპიკერი, ჯეფ სეროი - კომუნიკაციების კონსულტანტი; გამომცემლობა Farrar, Straus and Giroux-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი.

·         საგამომცემლო ბიზნესის ანა-ბანა

სპიკერი, ჯილ სქულმენი - გამომცმელობა Archipelago Books-ის დამაარსებელი.

·         საერთაშორისო შესაძლებლობები ქართველი გამომცემლებისთვის

სპიკერი, ბრიუს ნიკოლსი - გამომცემლობა Little, Brown and Company-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

·         კომპანია  დისნის“ პრეზენტაცია

ვორკშოპი „დისნის“ საგამომცემლო მიმართულების სხვადასხვა სფეროებთან  კვეთის შესახებ. 

 

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები