1 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი უფროსი თაობის მომხმარებლებს ვაქცინაზე რეგისტრაციას სთავაზობს

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს - მომხმარებლების სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტირებაში დაეხმარებიან. ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ბანკი - ლიბერთი ექსპრესი ემსახურება. „ჩვენთვის, უფროსი თაობა განსაკუთრებულია. ბოლო წელიწადნახევარია, პანდემიის პირობებში, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. დღეიდან კი, ლიბერთის თანამშრომლები ვაქცინაციის მსურველებს დავეხმარებით და რეგისტრაციას გავუმარტივებთ, ჩვენს ქვეყანას კი გვერდში დავუდგებით პანდემიასთან ბრძოლაში." - ვასილ ხოდელი „ლიბერთის" გენერალური დირექტორი. ახალ სერვისთან ერთად, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განსაკუთრებული პრივილეგიები მოქმედებს სოციალური ბარათით გადახდისას: - მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკების სამედიცინო სერვისებზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში - მედიკამენტებზე. - ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია. - ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები