1 8 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკს „Decade of Excellence Banking Group Georgia 2021“ -ს ჯილდო გადასცა

საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის “Decade of Excellence”  კატეგორიაში საქართველოში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა.

 

2011 წლიდან მოყოლებული, Global Banking & Finance Review იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამარჯვებულებს მკვლევართა ჯგუფი რედაქტორთან და გამომცემელთან ერთად ასახელებს.  

 

„საქართველოს ბანკისათვის დიდი პატივია „Decade of Excellence 2021“ -ის ჯილდოს მიღება. აღნიშნული ტიტული არა მხოლოდ იმ მიღწევებს ცნობს, რომელიც ბანკმა ათწლეულის მანძილზე, მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად შექმნა, არამედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის საიმედოობას საერთაშორისო დონეზე. ეს დიდწილად ასევე იმ 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც გვირჩევს ჩვენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, Global Banking & Finance Review წამყვანი ონლაინ და ბეჭდური ფინანსური ჟურნალია, რომელიც 2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაარსდა. ჟურნალი მკითხველს გლობალურ ფინანსურ ტენდენციებსა და მოვლენებზე სიღრმისეულ ანალიზს, მიმოხილვებს, ინტერვიუებსა და ვიდეოებს სთავაზობს. ყოველწლიურად, Global Banking & Finance Review-ს

200-ზე მეტ ქვეყანაში, 3 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები