0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ვწუხვარ, ამ სტატუსის დაწერა რომ მიწევს, ძალიან ვღელავ, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მოგვაყენოს” – მთავარი აქცენტების პროდიუსერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"მთავარი აქცენტების" პროდიუსერი, ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ვწუხვარ, ამ სტატუსის დაწერა რომ მიწევს. ადამიანურად განვიცდი და ძალიან ვღელავ, მაგრამ არც საკუთარ, არც Eka Kvesitadzeის და არც “მთავარი არხის” რეპუტაციას არ დავაყენებ საფრთხის ქვეშ და არავის მივცემ უფლებას, დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მოგვაყენოს.

რამდენიმე დღის წინ, ზაზა სარალიძემ პირდაპირ ეთერში გამოიწვია მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა.

მე დავუკავშირდი ორივე მათგანს- ზაზასაც და ბატონ ზურაბ თოდუასაც. ორივემ გამოთქვა პირდაპირ ეთერში მოსვლის მზაობა.

გუშინდელ გადაცემაში დავგეგმეთ მათი ბლოკი.
გუშინწინ ვესაუბრე ზაზასაც,ბატონ ზურაბსაც და კიდევ ერთხელ მივიღე მათი დასტური.

გუშინ, დღის პირველ ნახევარში კიდევ ერთხელ დავურეკე ორივეს, კიდევ ერთხელ გავიარეთ დეტალები და შევთანხმდით, რომ საღამოს, ასე ხუთი საათისკენ კვლავ შევეხმიანებოდი და ვეტყოდი, ზუსტად რომელ საათზე მოსულიყვნენ, რომ ეთერში დროულად შემეყვანა.

კალანდიას ადვოკატი პასუხობდა ჩემს ყველა ზარს, ზაზა კი გაქრა. არც ზარებზე, არც მესინჯერის წერილებზე და არც სატელეფონო მესიჯებზე არ მპასუხობდა. ასე გაგრძელდა ეთერამდე ნახევარი საათით ადრე.
მოგვიწია გადაცემის ბლოკების გადაწყობა და ფორსმაჟორში მუშაობა.
ათის ნახევარზე ჩავხსენით ეს ბლოკი.

დაახლოებით თორმეტის წუთებზე, გადაცემის მსვლელობისას ზაზა სარალიძე მოვიდა ტელევიზიაში. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ქრონომეტრაჟის შეცვლა და დიდი ალბათობით, უკვე მოსული სხვა სტუმრების ჩახსნა მოგვიწევდა, მაინც დავურეკე ადვოკატ ზურაბ თოდუას, ავუხსენი სიტუაცია და ვკითხე, შეძლებდა თუ არა უახლოეს დროში ტელევიზიაში მოსვლას, რაზეც, ბუნებრივია, უარყოფითი პასუხი მივიღე. არაა მარტივი, 5 და 10 წუთში წამოხტე და “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტში მიირბინო.

ამის მერე, ზაზას პირადად ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ტელეფონი გაუფუჭდა და ამიტომ ვერ ვუკავშირდებოდი. გვქონდა მშვიდი და მეგობრული საუბარი. შევთანხმდით, რომ მომავალ ორშაბათს დავურეკავდი და სამშაბათის გადაცემაში კვლავ მოვიწვევდით მას და ზურაბ თოდუას.
ასე მშვიდად, უკონფლიქტოდ და მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს.

დღეს მის კედელზე მხვდება ეს ტექსტი :

“რატომ ჩაიშალა ზაზა სარალიძისა და ზურაბ თოდუას შეხვედრა მთავარ არხზე ეკა კვესიტაძის გადაცემაში?!

ზაზა სარალიძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა და მიხეილ კალანდიას ადვოკატთან ზურაბ თოდუასთან ერთად პირდაპირი ეთერი ითხოვა. ” ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გმომდინარე.
არ გთხოვთ პატიებას,თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი.
უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა!!!
მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვავ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები.
მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით კატეგორიულიბისთვის!!!” ნათქვამია მიმართვაში!

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა მთავარმა არხმა ზურაბ თოდუა დაითანხმა. გადაცემის პროდიუსერი დაუკავშირდა ზაზა სარალიძეს და მათი შეხვედრა პირდაპირ ეთერში 28 იანვარს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ჩაინიშნა, თუმცა ამის თაობაზე არხს ანონსი არსად არ გაუჟღერებია. მთავარ არხში მისულ ზაზა სარალიძეს განუცხადეს, რომ გადაცემა ჩაიშალა და ის გადაცემის სტუმარი ვერ იქნებოდა!
რატომ ჩაიშალა შეთანხმებული გადაცემა მოულოდნელად უცნობია! “

ვარ გაოგნებული, შეურაცხყოფილი და გაბრაზებულიც.
ასე არ შეიძლება, ასე არ იქცევიან. მით უფრო, ასე არ ექცევიან ადამიანებს, რომლებიც პატივს გცემენ.

არასდროს, არცერთ ვითარებაში პასუხისმგებლობისგან თავი არ ამირიდებია და არც შეცდომის აღიარება მიჭირს, მაგრამ როცა არაფერში ვარ დამნაშავე, მით უფრო, როცა ჩემს წამყავნს, ჩემს არხს ტყუილში ადანაშაულებენ, ვერ კი არა, არ გავჩუმდები და ამ ბრალდებას უპასუხოდ არ გავატარებ.

Zaza Saralidze არ მეგონა, ოდესმე ამას თუ იკადრებდი.

და რასაკვირველია, სურვილის და მზაობის შემთხვევაში, ისევ მზად ვართ, ჩვენი გადაცემის ეთერი დავუთმოთ ამ ორ ადამიანს” – წერს ნენე დალაქიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები