0 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ვიგრძენი, რომ "ქართული ოცნება" დაშორდებოდა ხალხს" - მიზეზები, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ჩამოტვირთვა

"მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია,“- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გააკეთა. მან პოლიტიკაში მეორედ დაბრუნების მიზეზები განმარტა და ოპოზიციაზე ილაპარაკა.

"ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არაარგუმენტირებული მეტოქეობის გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზებისა და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით შეპყრობილია. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მესამე პრობლემად პარტიაში არსებული დაპირისპირება დაასახელა.

„ჩემთვის ნათელია, რომ ამ და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით გარკვეული დაპირისპირება დაიწყო, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ვბრუნდები... მე ვიგრძენი, რომ ჩემ მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში ხალხს დაშორდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება,“- აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები