0 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა

ჩამოტვირთვა

იუმორისტი დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს როსტომაშვილის მეგობარმა, იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა განუცხადა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

ბერულაშვილმა ცოტა ხნის წინ პალატაში როსტომაშვილი მოინახულა. 

„შევხვდი დათოს. კონტაქტურია. ჩვენთვის ეს დამაკმაყოფილებელია.დანარჩენს ექიმები იტყვიან, თუ რა მდგომარეობაა. არ გვქონია საუბარი რა მოხდა და როგორ. ვიცით, რომ იყო თავდასხმა. თავდასხმის დეტალები ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ბერულაშვილმა.

იუმორისტ დავით როსტომაშვილს ინგოროყვას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, თუმცა საავადმყოფოში როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახი ინფორმაციის მედიისთვის გაცემის წინააღმდეგია.

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს ცოტა ხნის წინ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მას თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები