2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კომპანია „ჰუავეი” ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენას გამართავს

საგამოფენო მანქანამ სტარტი აზერბაიჯანიდან აიღო

1 ნოემბერს, 11:00 საათზე,  ჰოთელს & პრეფერანსის ჰუალინგ თბილისის ტერიტორიაზე (მის: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) ჰუავეის ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოფენო მანქანის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება  ჰუავეის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენის ტური ცენტრალურ აზიაში 2016 ფარგლებში  მოეწყობა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:

 ჯი იანჩი , ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის საქართველოში

  ლიან დონბო, თბილისის „ჰუავეის“ გენერალური დირექტორი

საგამოფენო მანქანის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეულნი არიან  სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები.

საგამოფენო მანქანაში „ჰუავეის“ წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს კომპანიის უახლეს საინფორმაციო და  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროექტებს გააცნობენ. ასევე მოახდენენ  მათი გადაწყვეტილებების დემონსტრირებას, რომლებიც 5 სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: ფიქსირებული ქსელი, უკაბელო ქსელი, საბაზო ქსელი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მომსახურება.

დაინტერესებული პირებისთვის საცდელად ხელმისაწავდომი იქნება „ჰუავეის“ საინფორმაციო და  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტილებები სხვადასხვა სახით, როგორიცაა კონცეპტუალური დემო-ვიდეოები, მომსახურების სიმულირების ოპერაციები, მოწყობილობის ადგილზე მართვა, სამუშო შეფასება და სხვა კომუნიკაციები.

„ჰუავეის“ მიზანია მოხდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის პოპულარიზაცია ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონის ოპერატორებში, რაც უზრუნველყოფს აბრეშუმის გზის უკეთეს კავშირს. საგამოფენო მანქანა დიდმაშტაბიან მოგზაურობას დაიწყებს აზერბეიჯანში, ტური გაგრძელდება თურქმენეთში, საქართველოში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და მონღოლეთში.

საგამოფენო მანქანა თბილისში განთავსებული იქნება 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...