2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დგას თურმე მაია და პატიმრებისთვის საჭმელებს ამზადებს " ნინო დარასელი მაია რჩეულიშვილის ციხის ცხოვრებაზე

ჟურნალისტი ნინო დარასელი თავისი დეიდის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:"თოდუას კლინიკაში პატიმრები დაჰყავთ ხოლმე და ისინიც კონტაქტს მონატრებულები, ექიმებს სხვადასხვა ამბებს უზიარებენ. ბოლოს განსაკუთრებული აღფრთოვანებით თურმე მაიაზე მოუყოლიათ, ჩემს ლამაზ დეიდაზე. გაოცებულები არიან, ეს რა უშუალო და კონტაქტური ყოფილაო და მისი კულინარიის ნიჭით კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებულან. საქმე იმაშია, რომ როცა საშუალებას
აძლევენ, დგას თურმე მაია და მისი უკვე მეგობარი პატიმარი ქალებისთვის გემრიელ საჭმელებს ამზადებს სატრაპეზოში. უხ, როგორ ამზადებს რომ იცოდეთ.

მე კი ვიცოდი, მისაღებ ოთახში ყოფნას რომ სამზარეულოში დამხმარე ქალებთან ერთად ფუსფუსი, პარდონ მაი ფრენჩ დამებთან აწეული ნეკა თითით ყავის სმას, გემრიელ კახურ დიალექტზე მოსაუბრე ტასიკოსთან და თინასთან სიცილი რომ ერჩივნა, მაგრამ ახლა მიხარია, რომ სხვებმაც დაინახეს, თან იმ ხალხმა ვისთანაც შეიძლება ისე ეცხოვრა ქუჩაშიც კი ვერ გადაჰყროდა ვერსად. ასე რომ, რაც არ გვკლავს... იმედია გვაძლიერებს. იმედია, თორემ მისი 50 კილოს და თეთრი პირსახის შემხდვარე ამას თამამად ვერ ვამბობ.

პ.ს. ვინც მიცნობს იცის ჩემს თავზე საუბარი არ შემიძლია, თხოვნა მიჭირს, ჩემი დარდის ვინმესთვის თავზე მოხვევა - მით უმეტეს. ჰოდა ამ ბოლო დროს ბევრმა მკითხა, სხვებს რომ თავზე გადაყევი ,მაიაზე რატომ არაფერს წერო?! გეტყვით, იმიტომ, რომ სხვა სხვაა, მაია კი მე ვარ", - წერს ნინო დარასელი სოციალურ ქსელში 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები