1 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილა საქმიან შეხვედრას, კოლეგებთან ურთიერთობას დაუთმეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. სასურველის მისაღწევად შრომა და ბრძოლა მოგიწევთ. 

კურო
მოერიდეთ ნერვების დაძაბვას, მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. მუშაობისას იყავით მეტად აქტიური, პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე. საოჯახო საქმეები მეუღლესთან ერთად შეთანხმებულად მოაგვარეთ. 

ტყუპი
მოერიდეთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას, ექსპერიმენტებს. გაიხსენეთ რისი მიღწევა გსურდათ წარსულში და ამოქმედდით. თუმცა, წარმატების მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. 

კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით, განსაკუთრებით ივნისში დაბადებულებს. შეადგინეთ დღის სწორი რეჟიმი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

ლომი
დაკვირვებულად იმოქმედეთ, განსაკუთრებით, როცა საქმე საბუთების შედგენას, ფინანსური საკითხების მოგვარებას ეხება. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
ყველა სირთულეს დაძლევთ და რთულ საქმეებს წარმატებით გაართმევთ თავს, თუ მოინდომებთ. ეს განსაკუთრებით სექტემბერში დაბადებულებს ეხებათ. 

სასწორი
გაფრთხილდით, შეიძლება დაგადანაშაულონ იმაში, რაც არ ჩაგიდენიათ. საწინააღმდეგო სქესისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. 

მორიელი
შეიძლება შეგეცვალოთ უფროსი, მუშაობის გრაფიკი. სიზარმაცისა და სირთულეების გამო ვერ შეძლოთ სამსახურის საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების შესრულება. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. 

მშვილდოსანი
წარმატებისთვის ბრძოლა მოგიწევთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. დაეხმარეთ შვილებს სირთულეების დაძლევაში. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. 

თხის რქა

გაიხსენეთ, რას გასწავლიდნენ წარსულში, გამოიყენრეთ ადრე მიღებული ცოდნა-გამოცდილება. საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ეცადეთ, საღამო შინ გაატაროთ. 

მერწყული
რაც უფრო მეტად ჩაერევით სხვების საქმეებში მით მოწყდებით საკუთარს და შეგექმნებათ სირთულეები. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, ხანმოკლეც კი. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. 

თევზები
თუ რაღაც არ მოგწონთ, დროა ამოქმედდეთ და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. იყავით მეტად გაბედული და აქტიური. ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საქმეები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები