1 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სხვების კაცებს თავი დაანებოსო"- რას ფიქრობს ნინი ონიანზე სალომე ჭაჭუა და როდის დაიწყო ლამაზმანმა ვარდოსანიძესთან ურთიერთობა

"ჩემმა მეგობარმა, იმედა არაბულმა, დამირეკა, გამოგივლი და ჩემს მეგობარ გოგოსთან ავიდეთ, გაგაცნობო. იმედა ჩემთან რომ მოდიოდა, თეატრში გიორგი შეხვედრია, უთქვამს, სადაც მივდიოდით და ისიც წამოვიდა. მარკეტში გავიარეთ, სასმელ-საჭმელი ვიყიდეთ და იმედას მეგობარ გოგოსთან ავედით. იქ ცოტა დავლიეთ და დავიშალეთ.

იმდენად გვესიამოვნა ერთმანეთთან ყოფნა, ხან პიკნიკზე წავედით და ხან - სად. არც მიფიქრია, რომ გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო უნდა დამემალა. ცოლს ახალი გაშორებული იყო და თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოც რომ დაედო, იმაზეც იჭორავებდნენ. მას შემდეგ გადავწყვიტე, აღარანაირი ფოტო დამედო, რადგან ძალიან შევწუხდი.

- გიორგის ოჯახის დანგრევაში თქვენ გადანაშაულებდნენ, ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
- რა თქმა უნდა უხერხულად ვგრძნობდი თავს. როცა ამბობენ, ბოზია და ჩათლახიო, რეაქცია არ მაქვს, მაგრამ ვიღაცის ოჯახის დანგრევაში რომ დამადანაშაულეს, კი არ გავბრაზდი, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. გიორგის ყოფილი მეუღლე არასოდეს მინახავს, როდესაც გიორგი გავიცანი, უკვე ცალკე ცხოვრობდა. მთელი საქართველო ამბობდა, სხვების კაცებს თავი დაანებოსო. მდარე და მდაბიო რეაქციები იყო, რამაც ძალიან შემაწუხა.

- გიორგისთან არც ფლირტი გქონიათ?
- ლამაზი გოგო ვარ, გიორგი სიმპათიური ბიჭია, ორივენი მარტო ვიყავით და რატომ არ უნდა გავპრანჭვოდი? ფლირტს მოჰყვა სწორედ, "თქვენი დედა ვატირეო" რომ იძახეს. ბოლოს ისიც იკადრეს, რომ დაწერეს, ნინი ონიანს და გიორგი ვარდოსანიძეს კამერის წინ სექსი ჰქონდათო. გიორგის დავურეკე, რა ხდება, რამე არ მახსოვს, თუ რაშია საქმე-მეთქი, მითხრა, დაიკიდეო. გიორგიმ ცოლი რომ მოიყვანოს, ალბათ ჩემთან დაკავშირებით მაინც რაღაცას იტყვიან. რამდენ ტიპთან ერთად ვყოფილვარ კლუბში, ბარში, სახლში, ფოტოები დამიდია, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კიდევ ვამბობ, ორი სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი ვართ, ალბათ ერთმანეთს მოვუხდით და ამის გამო უმეტესობამ გააფრინა.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ ჟურნალ"სარკეში"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები