1 8 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ რამე გაწუხებთ, ან ისე არ ხდება, როგორც გსურდათ, იწუწუნეთ. მიუხედავად იმისა, რომ მამაც და მებრძოლ ნიშანს განეკუთვნებით, ზოგჯერ სისუსტეც უნდა გამოავლინოთ. 

კურო 
თქვენს სახლში ჰარმონია და სითბო დაისადგურებს, თუ უმნიშვნელო უსიამოვნებებზე თვალებს დახუჭავთ. მოერიდეთ კამათს, ურთიერთობის გარჩევას. მოდუნდით და გამოიძინეთ. 

ტყუპი
პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო სხვა სფეროსთვის ვეღარ მოიცლით. შეიძლება ახალი შეყვარებული გაიჩინოთ, ან ძველ პარტნიორთან აღადგინოთ ურთიერთობა. 

კირჩხიბი
ცვლილებებია მოსალოდნელი, - ძველ მეგობრებთან განშორება, ახლების გაჩენა. ზოგიერთს შეიძლება ახალი ნათესავები გამოუჩნდნენ. მაქსიმალურად ეცადეთ, მეგობრული და ნათესაური კავშირები გააძლიეროთ. 

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. კარგი დღეა დამატებითი სამუშაოს მოსაძებნად. სასურველ საქმიანობაზე ჰკითხეთ ნათესავებს, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში. 

ქალწული
ახალი გატაცებები და გასართობი გამოგიჩნდებათ, მაგრამ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ნუ დაივიწყებთ. პირიქით, ეცადეთ ისინიც ჩაითრიოთ. 

სასწორი 
იმედგაცრუების, მოტყუების დღეა. ნუ შეუშინდებით პრობლემებს და ნურც ინერვიულებთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით ქალებთან. 

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ შინ, საყვარელი ადამიანის გვერდით. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ. 

მშვილდოსანი
ზოგიერთს უსიამოვნება ელის გარშემო მყოფებთან; ზოგსაც ძველი დაავადებები შეახსენებს თავს. ეცადეთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. 

თხის რქა
დღეს დიდი ალბათობაა, რომ შეგიყვარდეთ და ვარდივით გაიფურჩქნოთ. გაფრთხილდით, გრძნობებმა გონება არ დაგაკარგინოთ და სისულელეები არ ჩაგადენინოთ. 

მერწყული
სასიამოვნო ცვლილებები გელით. თქვენს სახლი ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. დაეხმარეთ მას რთული საკითხების მოგვარებაში. 

თევზები
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით კოლეგებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები