1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში  გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას კურიერს გუკა რჩეულიშვილის დედა - მაია რჩეულიშვილი უდასტურებს.

მისი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ცენტრ პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ მისი ცენტრ პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება. 

როგორც ირკვევა, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ სასამართლოს განჩინებით, გუკა რჩეულიშვილის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ის სახლში არ დახვდათ.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას რჩეულიშვილის მამა, ცენტრ პოინტის დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი და ადვოკატები იმყოფებიან. პროკურატურამ მათ შესთავაზა, რომ გუკა რჩეულიშვილი თავად ჩაბარდეს სამართალდამცველებს. დაცვის მხარის თქმით კი, ახლა ისინი სტრატეგიაზე მუშაობენ.

აღსანიშნავია ისიც,რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები არიან შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია, ამ ფაქტს პროკურატურაში ვერ ადასტურებენ. 
„დაკავებულები არიან შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე ვადასტურებ ოფიციალურად, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ორი პირი. მიმდინარე სპეცოპერაციებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.

თუ რომელი მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები, ამ ეტაპზე პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. ნათია სუხიაშვილის განმარტებით, ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ხვალ გაავრცელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები