1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ექსპერტი: მაგდა პაპიძის ფრჩხილის ფრაგმენტებში ომარ ქაფიაშვილის შარვლის ქიმიური ბოჭკოები აღმოჩნდა

„მაგდა პაპიძის ფრჩხილის ფრაგმენტებში ომარ ქაფიაშვილის შარვლის ქიმიური ბოჭკოები, თორნიკე ქაფიაშვილის ფრჩხილების ფრაგმენტებში კი პაპიძის მაისურის ანალოგიური ბოჭკოები აღმოჩნდა“, - განცხადება პროცესზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა გააკეთა, რომელმაც ავტომანქანიდან, ტანსაცმლიდან, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების, ასევე მაგდა პაპიძის ფრჩხილების ფრაგმენტებიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა მის მიმართ განხორციელებულ წამების ფაქტებზეც ისაუბრა და ექიმის დასკვნა წარმოადგინა. რამდენიმე წუთში კი ნაფიცი მსაჯულები ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს მოუსმენენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები