1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავდასხმა ფონიჭალაში-ორი მოკლული და ერთი დაჭრილი

თავდასხმა ფონიჭალაში-მოკლულია ორი პირი, ერთი დაჭრილი კი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

თვითმხილველთა განცხადებით, სამი ახალგაზრდა ავტოსადგომზე იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდოპელის მარკის ავტომობილიდან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმის მიზეზები უცნობია, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ფონიჭალაში იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ჯერჯერობით ცხედრები ექსპერტიზაზე არ გადაუსვენებიათ. მათი გადასვენების პროცედურა სავარაუდოდ ცოტა ხანში დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები