1 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალაქი, რომელშიც ერთი ადამიანი ცხოვრობდა 900 000 დოლარად გაიყიდა

ჩამოტვირთვა

ყველაზე პატარა ამერიკული ქალაქი აუქციონზე 900 000 დოლარად გაიყიდა. ბუფორდი, რომელიც ვიეტნამის ორმა მოქალაქემ შეიძინა, ვიომინგის შტატში მდებარეობს. ბოლო წლებში ბუფორდში მხოლოდ ერთი ადამიანი, დონ სემონსი, ცხოვრობდა, რომელიც მერის ვალდებულებებსაც ითავსებდა, მიწისა და უძრავი ქონების მბლობელიც იყო. სემონსი პატარა ქალაქში საცხოვრებლად 1980 წელს მეუღლესთან და შვილთან ერთად გადავიდა. ხოლო მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაეცვალა, და ვაჟი ქალაქიდან გაემგზავრა, ერთადერთმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა, საკუთარი ქალაქი გაეყიდა. აუქციონი ქალაქში, მაღაზიის შენობაში ჩატარდა. ლოტის საწყისი ღირებულება 100 ათასი დოლარი იყო, ფასი 15 წუთის განმავლობაში 9-ჯერ გაიზარდა. ბუფორდი აშშ-ის რუკაზე XIX საუკუნის შუა პერიოდში გაჩნდა, როდესაც სარკინიგზო გზას აშენებდნენ. 1866 წელს გენერალმა ჯონ ბუფორდმა მიწის მფლობელებისა და რკინიგზის მშენებლების დასაცავად, საფუძველი ჩაუყარა სასაზღვრო დასახლებას, ჯონ ბუფორტის პორტს. იმ დროს ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 2000 კაცი, ძირითადად მუშები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. სარკინიგზო გზის აშენების შემდეგ, ბუფორდის მოსახლეობის რაოდენობამ თანდათან იკლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები