1 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-მ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობამ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეასრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენლის, კრისტოფერ რობინსონის, განცხადების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, მათ შორის, 4 მარტს ღამით ოკუპაციის ხაზთან ახლო მდებარე სოფელ განმუხურში, საქართველოს შს სამინისტროს საგუშაგოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა იმას მოწმობს, რომ არსებულ ტერიტორიებზე პროვოკაციები გახშირდა და ორივე მხარეს თავშეკავება მართებს. ”ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. შეერთებული შტატები ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს მოთმინება გამოიჩინოს და თავი შეიკავოს პროვოკაციებისაგან, რომლებსაც შეუძლია რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ზიანი მიაყენოს. ბოლო პერიოდში მომხდარი ინცინდენტები კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე მიუთითებს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი სინანულს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას კვლავ არ აპირებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი, მარია ზახაროვა, რია ნოვოსტთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს სურვილი აქვს, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელ ნაწილად სცნოს, თუმცა საქართველოსთან კავშირის აღდგენის თაობაზე რუსეთის ინიციატივა, მას შემდეგ შეწყდა, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დაიწყო კრისტოფერ რობინსონის განცხადებას ქართველი კანონმდებლები პოზიტიურსა და ადეკვატურს უწოდებენ. მათი შეფასებით, შეერთებული შტატები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პროვოკაციებისა და ნარკოტრაფიკის ფაქტების უკან რუსეთს მოიაზრებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტრაფიკის კერად იყო მოხსენიებული შეერთებული შტატების მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც. დოკუმენტში ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამახვილდა, სადაც ვითარება უკონტროლოა, ხოლო ქართველ სამართალდამცველებს იქ არსებული მდგომარეობის მართვის საშუალებას რუსი ოკუპანტები არ აძლევენ. რუსული პროვოკაციული პოლიტიკის შესახებ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების მდივანი 2005-2009 წლებში, კონდოლიზა რაიზი. მის სტატიაში, რომელიც ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკამ რუსეთზე გავლენა ვერ მოახდინა და სიტუაცია რეალურად არ შეცვლილა. ოკუპანტი ქვეყანა წლების განმავლობაში ძალაუფლებას სამხედრო ძლიერებისა და მეზობლების დაშინებით ახერხებდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები