0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინტერპოლმა ჰაკერების 25-კაციანი ჯგუფი დააკავა

ჩამოტვირთვა

ინტერპოლმა ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში მოქმედი ანონიმუსის სახელით ცნობილი ჰაკერების 25 კაციანი ჯგუფი დააპატიმრა. ანონიმუსის წევრი 4 ჰაკერი ესპანეთში დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი უკანონო ინტერნეტ-საქმიანობას ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკაში ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო საგამოძიებო სააგენტოს განცხადების თანახმად დაკავებულთა ასაკი 17-დან 40 წლამდეა. ისინი მსოფლიოს 15 ქალაქში აიყვანეს. ოპერაციის დროს 250-მდე კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. ამ ორგანიზაციის სხვა წევრები არგენტინაში, კოლუმბიასა და ჩილეში აიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები