1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირანის ახალი ბირთვული პოლიტიკა

ჩამოტვირთვა

ირანი 4 ახალი ბირთვული ობიექტის სადგურის მშენებლობას იწყებს. განკარგულებას ამის თაობაზე ხელი თეირანის ლიდერმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა მოაწერა. თეირანის ბირთვულ რეაქტორს, სადაც სამედიცინო კვლევებს აწარმოებენ, ირანის ლიდერი ესტუმრა. იგი თავად დაესწრო ირანული საწვავის ბირთვულ რეაქტორში ჩატვირთვის პროცესს. ირანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ახალი თაობის ცენტრიფუგების წარმოება კიდევ უფრო დააჩქარებს ურანის გამდიდრების პროცესს. მათი მტკიცებით, თეირანის ბირთვულ რეაქტორზე დამზადებული რადიაქტიული იზოტოპები სიმსივნის მკურნალობის დროს გამოიყენება. მედიაში გავრცელებული შეფასებით, ირანმა ამ გზით დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლად შეუძლია ბირთვული პროგრამის განვითარება დასავლეთისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად. ირანის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი მზად არის ამ საკითხზე დიალოგი გამართოს: „დრო შეიცვალა და ჩვენი გამოცდილებაც დაიხვეწა. ჩვენ უკვე შეგვიძლია საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ჩვენი გამოცდილებები გავუზიაროთ. ჩვენი ატომური ინოვაცია მსოფლიოსთვის ცნობილი უნდა გახდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ატომური პოლიტიკის შეწყვეტას და მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ საკითხზე დიალოგი გავმართოთ“. დასავლეთი ამ ფაქტს ირანზე მკაცრი სანქციების დაწესებას უკავშირებს. ირანის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვით, მარცვლეულსა და მედიკამენტებზე ემბარგოს დადებით და ირანის ტერიტორიაზე უცხოური თვითმფრინავებისათვის საწვავის შევსების აკრძალვით, თეთრი სახლი ირანში საერთო უკმაყოფილების გამოწვევას ცდილობს. ბირთვული ობიექტების მშენებლობის ფაქტს აშშ გამოეხმაურა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი ამბობს რომ, თეირანს მოუწევს მთელ მსოფლიოს აუხსნას ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი. მისი თქმით, ბირთვული ობიექტების მშენებლობა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით არის დასაშვები: ბირთვულ რეაქტორზე დაწყებული სამუშაოები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ჩვენ თვალყურს ვადევნებით ბოლო პერიოდში ირანის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. მთავრი ამოცანაა, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ სამშვიდობო მიზანს ემსახურებოდეს. ირანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ახალი ბირთვული სადგურების მშენებლობის თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ის მსოფლიოსთვის ცნობილი უნდა გახდეს: ბირთვულ სფეროში მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ატომური სააგენტო ამ სიახლეების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ირანმა მის წინაშე არსებულ კითხვებს ამ სიახლესთან დაკავშირებით პასუხი უნდა გასცეს, ასევე ატომურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ეჭვებს ნათელი მოჰფინოს. რუსეთის შეიარაღებული შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა რადიო ეხო მასკვის ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მაკაროვმა ისეთი ქვეყნები ახსენა, რომლებთანაც, მისი მტკიცებით, ბირთვული იარაღის გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენს და ასეთი კი რუსეთის მეზობელი რამედნიმე არასტაბილური ქვეყანაა. მისი თქმით, რუსეთი, ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ქვეყანას დაშლის საფრთხე დაემუქრება . საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, შოთა მალაშხიას მიაჩნია, რომ რუსეთი მსოფლიოში დამარცხებული ლიდერების მაგალითზე დაყრდნობით ხედავს, რომ მალე მისი ჯერიც დადგება და ამ მიზნით აძლიერებს ჯარებს: ბოლო დღეების განმავლობაში აფეთქებების სერიას ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ინდოეთსა და საქართველოში ირანს უკავშირებენ. მსოფლიო ლიდერები ირანს ტერორიზმის უდიდეს ექსპორტიორად მოიხსენიებენ და მიაჩნიათ, რომ თეირანი მსოფლიო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ ირანი უარყოფს ზემოთ ნახსენებ ქალაქებში აფეთქებების მოწყობის ბრალდებას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელი თეირანისა და ბანგკოკის მეგობრული ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები