0 3 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ჩამოტვირთვა

„სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი არაბთა ლიგის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს და გადადგეს „ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა. მისი თქმით, სირიის მთავრობამ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. ვიქტორია “სირიის მთავრობამ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. ასადის რეჟიმმა უნდა გაიყვანოს ტანკები საკუთარი ქალაქების ქუჩებიდან, გაანთავისუფლოს უდანაშაულო პატიმრები და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება მისცეს. ჰილარი კლინტონის გზავნილი სირიელი ხალხის მიმართ ძალიან ნათელია. ჩვენ თქვენთან ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მისწაფებას უკეთესი და დემოკრატიული მომავლის გზაზე. მაგრამ პირველ რიგში ამ ძალადობას ბოლო უნდა მოეღოს “ არაბთა ლიგის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელშიც 22 სახელმწიფოა გაერთიანებული, წერია : ჩამოყალიბდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობა, გადაეცეს ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტს, დადგინდეს ვადამდელი არჩევნების თარიღი, შეიქმნას დამფუძნებელი ასამბლეა ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავების მიზნით, განისაზღვროს ამ ნაბიჯების ვადები. დღეს სირიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი მიხეილ ფრადკოვი ჩავიდნენ. ლავროვის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მზად არის, მოელაპარაკოს სირიის ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა ბოლო მოეღოს ქვეყანაში თითქმის ერთი წლის წინ დაწყებულ დაპირისპირებას. ექსპერტ კახა გოგოლაშვილს, მიაჩნია, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტი სირიის პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აზრს ვერ შეაცვლევინებს: ამ მოვლენების პარალელურად, გამოცემა კომერსანტი წერს, რომ მოსკოვმა ხელი მოაწერა სირიისთვის 550 მილიონი დოლარის ღირებულების 130 საბრძოლო თვითმფრინავისა და „იაკ 130“-ის მიყიდვის თაობაზე შეთანხმებას. ექსპერტ კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთი ბაშარ ალ ასადს მხარს დაუჭერს, რადგან პარტიორები არიან. სირიის პრეზიდენტისთვის კი რუსეთის მხარდაჭერას კარგი არაფერი მოყვება, რადგან საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა დღითი დღე იზრდება. საერთაშორისო საზოგადოება ასადს მოუწოდებს, ხალხის მოთხოვნა გაითვალისწინოს და გადადგეს. ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ბაშარ ალ-ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სისასტიკეში დაადანაშაულა. სირიაში არეულობები კვლავ გრძელდება. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ქალაქ ჰომსში სამხედროებმა ათეულობით ადამიანის მოკლეს. სირიის მთავარი ოპოზიციური ძალის – სირიის ნაციონალური საბჭოს ინფორმაციით, სირიელი სამხედროების მიერ ქალაქ ჰომსის დაბომბვას 50 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ხელისუფლება საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით ტერორისტი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ოპერაციისას უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი დაიღუპა. აშშ-ის დიპლომატებმა სირია უკვე დატოვეს, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა და იტალიამ საკუთარი ელჩები საკონსულტაციოდ გამოიწვიეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები