მსოფლიო
ბრედ პიტი საკუთარ შვილებს წამლავს
2012-02-04 16:01:02
ჩამოტვირთვა
ჰოლივუდის მსახიობმა, ბრედ პიტმა ჯეიმს ლიპტონის შოუში აღიარა, რომ ყოველ დილით საკუთარ შვილებს ”კოკა-კოლით” წამლავს. მსახიობის თქმით, მას ეს გაცნობიერებული აქვს და მეუღლე ანჯელინა ჯოლიც საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს.
როგორც ბრედი ამბობს, შვილები ყოველ დილას ქილა "კოკა-კოლით" იწყებენ.
ბრედ პიტის თქმით, არ მოსწონს, როცა შვილები უზმოზე ტკბილ, გაზიან სასმელს მიირთმევენ, მაგრამ ვერაფრით ახერხებს, რომ ბავშვები ამ დამღუპველ მიდრეკილებას გადააჩვიოს.
კომენტარები