1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არასწორად მორთულ ნაძვის ხეს მთელი ოჯახის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

ომსკის მხარეში ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს მთელი ოჯახი ემსხვერპლა. ტრაგედია არასწორმა საახალწლო მორთვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილას 5 ცხედარი იქნა აღმოჩენილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან ცეცხლი სახლს წუთებში მოედო. ოჯახის დახმარება, ვერავინ შეძლო. 26 წლის დედა და 33 წლის მამა თავის სამ შვილთან ერთად ცოცხლად დაიწვნენ. თუმცა მეზობლების მტკიცებით ოჯახს ოთხი შვილი ჰყავდა, მეხანძრეების ორ დღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად ბავშვის ცხედარს ვერ მიაგნეს. საფრთხეს კიდევ უფრო ზრდიდა გაზის ბალონი, რომლის გატანაც მეხანძრეებმა დროულად მოასწრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო იყო აფეთქებას ბევრად მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდაცველების თქმით შემთხვევა დილის 29 იანვარს 6 საათზე მოხდა, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ ახლახანს გახმაურდა. მომხდარს უკვე იძიებენ. პირველ მიზეზად ოჯახის დაუდევრობა და არასწორედ მორთული ნაძვისხე სახელდება. ექსპერტებს მიაჩნიათ რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენში არასწორედ შეერთებული ნათურა გახდა, ცეცხლის კერა კი იმ ოთახში გაჩნდა სადაც ოთხ მცირეწლოვან ბავშვს ეძინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები