0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკამ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს

ჩამოტვირთვა

2012 წელს ამერიკამ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს. ამგვარი რეკომენდაცია ობამას ადმინისტრაციას ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა მისცა. ცენტრმა სპეციალური ანგარიში მოამზადა სახელწოდებით "2012 წლის კრიტიკული საკითხები". საქართველოს საკითხი ანგარიშის აღმოსავლეთ ევროპის ქვეთავშია შესული. ანგარიშში ნათქვამია, რომ თეთრმა სახლმა ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, განავითაროს უფრო ახლო კავშირი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ასევე, მხარი უნდა დაუჭიროს ბელორუსისა და უკრაინის დამოუკიდებლობას. იქვე აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონმა მყარად უნდა გააგრძელოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამა და ნატო-ს წევრებთან მჭიდრო სამხედრო კავშირები, რუსეთის შეშფოთების მიუხედავად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები