0 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გიორგი კვირიკაშვილი - ,,კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დასჯადი ხდება"

ჩამოტვირთვა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დასჯადი ხდება.

"ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი, რაშიც მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას: კრიმინალურს პოლიციას, საპატრულო პოლიციას, საზღვრის დაცვას, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის, ქვეითი პატრულის გაძლიერებას და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჩვენი მოსახლეობის დაცულობის თვალსაზრისით.

ასევე, მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდეს ბალანსი უწყებაში და მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული! ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას!

ასევე, მინდა გამოვეხმაურო იაპონიის მთავრობის მიერ გაწეულ დახმარებას მთავრობისადმი. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ოთხმოცდათექვსმეტივე მანქანა გადაგვეცა საპატრულო პოლიციისთვის, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. საუბარია ჰიბრიდულ და ელექტრო-მანქანებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ საჩუქრად მიიღო იაპონიის მთავრობისაგან და „მიცუბიში“ კორპორაციისგან. ეს არის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ჩვენ გვინდოდა, რომ საპატრულო პოლიცია ყოფილიყო პიონერი და პირველი საპილოტე პროექტი, სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელეთ იაპონიის მთავრობის ჩართულობით. ვფიქრობ, დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ამიტომ, ეს საპილოტე ნაბიჯი, რაც გახლავთ ძალიან დიდი საჩუქარი იაპონიის მთავრობისგან, ჩვენ თანდათან მთელ მთავრობაში უნდა დავნერგოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე,"-ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები