0 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პანიკა ავსტრიაში - ამ დროისთვის 602 ადამიანია დაინფიცირებული

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თეონა ამაღლობელი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რადგან ბევრი მწერთ და გაინტერესებთ თუ რა მდგომარეობა არის ამ ეტაპზე ავსტრიაში, შევეცდები ამ ფოტოებით ( ფოტოების უმრავლესობა მეგობრების გამოგზავნილია სხვადასხვა ვენის რაიონებიდან, რაც მიუთითებს იმას რომ ყველგან მსგავსი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე) გადმოვცე , საზოგადოების შიში და პანიკა.

ავსტრიის მთავრობის მიერ შემოღებული ზომები 12 მარტის შემდეგ კი ასეთია:

🆘 ავსტრიის მასშტაბით ორშაბათიდან ყველა მაღაზია დაიკეტება, მაგრამ ეს არ შეეხება სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას.

🆘 კარანტინი ცხადდება ავსტრიის სამთო კურორტებზე St. Anton am Arlberg და Tiroler Patznauntal-ში. ავსტრიის მთავრობა მოუწოდებს უცხოელ სტუმრებს, დატოვონ ეს ტერიტორიები და დაბრუნდნენ სამშობლოში. ტიროლის ორი სოფელი კი, საიდანაც ინფიცირება დაიწყო, 13 მარტიდან კარანტინში მოექცა.

🆘 არსებულ შეზღუდვებზე დამატებით, 16 მარტიდან შეწყდება საავიაციო მიმოსვლა შვეიცარიასთან 🇨🇭, საფრანგეთთან 🇫🇷, ესპანეთთან 🇪🇸. გაძლიერდება სახმელეთო კონტროლი შვეიცარიასთან და ლიხტენშტაინთან.

🆘 კაფე ბარები და რესტორნები მხოლოდ 15 საათამდე იმუშავებს.

მე მაინც ვფიქრობ რომ , ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ გვაქვს 🙂

დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები! 😍

ღვთის წყალობას , ჯამრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გიაურვებთ 💕

👇🏻
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +43 676 335 85 90

კომენტარები

მსგავსი სიახლეები