0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: „ჩვენ გავიმარჯვებთ. უნდა ვიმოქმედოთ მტკიცედ და ამ სიტუაციიდან გაკვეთილი გამოვიტანოთ“

   საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ 17 მარტიდან შენგენის ზონაში უცხოელების შესვლა 30 დღით შეჩერდება.

 

   „ჩვენ ომში ვართ. ეს ჯანდაცვის ომია, თუმცა მტერი აქ არის. ის უხილავი და მოუხელთებელია. ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისთვის მთავრობამ დღე და ღამე უნდა იმუშაოს. საამისოდ, შეჩერდება ყველა რეფორმის გატარება, მათ შორის საპენსიო რეფორმის“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

 

   ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვნენ პანიკას. „ჩვენ გავიმარჯვებთ. უნდა ვიმოქმედოთ მტკიცედ და ამ სიტუაციიდან გაკვეთილი გამოვიტანოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები