0 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 09:00 საათზე, ცენტრალური რკინიგზის სადგურზე მოხდა.

პოლიციელებმა ადგილზე ერთი ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ რაც მან ხალხმრავალ სადგურზე მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

 თავდამსხმელს ეგრეთწოდებული შაჰიდის ქამარი ეკეთა და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობებიც ჰქონდა, რომელთა განაღმვა სპეციალისტებმა ადგილზე შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები