1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად კეკელიძის ქუჩაზე ხუთსულიანი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს

კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლება დასრულდა. ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი აღსრულების პოლიციამ ბინიდან გამოასახლა. იქამდე კი ადგილზე მოვლენები დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე ვითარდებოდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. გამოსახლებისას ცუდად გახდა ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

„ჩემი წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან. რომ გამომათრიეს, წავიქეცი, კეფა დავარტყი, ერთი პატარა ზურგჩანთა მეჭირა, ისიც დავკარგე, სანამ მომათრევდნენ. სასწრაფოში გავახილე თვალი. ასეთი თავისუფალი მე არასდროს ვყოფილვარ. მე არ მაქვს არაფერი, ვდგავარ აქ, არ დავიკარგები“, - ამბობს  მარინა ხატიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები