2 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ში დამანგრეველმა ქარიშხალმა ადამიანები იმსხვერპლა

ჩამოტვირთვა

ქარიშხალ "სენდის" სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-სა და კანადაში, კარიბის ზღვის რეგიონში კი, დაღუპულთა რაოდენობა 70-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება კარგად მოემზადა სტიქიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზარალი და ზიანი გამორიცხული არ არის. პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას იმ შემთხვევისთვის, თუ აუცილებელი გახდება ევაკუაცია, მკაცრად დაემორჩილონ ხელისუფლების მიერ გაცემულ მითითებებს. ქარიშხალი "სენდი" აშშ-ის სანაპირო ზოლს უკვე დაატყდა. ქარის სიჩქარე 140კმ/სთ-ს აღწევს. ნიუ-იორკის 76 სკოლაში მოწყობილია სპეციალური თავშესაფარები. არ მუშაობს საქალაქო ტრანსპიორტი. ჩაკეტილია სატრანსპორტო გვირაბები. გადადებულია 7 ათასზე მეტი ავიარეისი. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დაახლოებით 6 მლნ ადამიანი უშუქოდ არის დარჩენილი. სპეციალისტთა აზრით, ქარიშხლის შედეგად მიყენებული სავარაუდო ზარალი 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები