0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გახდა

ჩამოტვირთვა

საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პირველი პირი "სოციალისტური პარტიის" ლიდერი ფრანსუა ოლანდი გახდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 52 პროცენტი დააგროვა, ნიკოლა სარკოზიმ კი საფრანგეთის მოქალაქეების 48 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. ოლანდმა უკვე აღნიშნა გამარჯვება. შედეგებს ის მშობლიურ ქალაქ ტულში შეხვდა, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც ბასტილიის მოედანზე მხარდამჭერები ელოდნენ. დაგეგმილი გრანდიოზული მიტინგი გააუქმა ნიკოლა სარკოზიმ. მან კონკურენტს გამარჯვება ტელეფონით ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა, შემდეგ კი ამომრჩევლების ნაწილს შეხვდა. ოლანდმა მილოცვა უკვე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგანაც მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები