1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰიუსტონის გარდაცვალების ახალი დეტალები

ჩამოტვირთვა

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან 2 თვე გავიდა და მიზეზების შესახებ მითქმა-მოთქმა ამ დრომდე არ წყდება. თავდაპირველი ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა და ამის გამო აბაზანაში გაგუდვა სახელდებოდა, მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მის სხეულში ნარკოტიკი იყო, რაც სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს. დღეს უკვე დასავლური პრესა აქტიურად ალაპარაკდა ახალ დეტალებზე. People-ის ინფორმაციით, გარდა კოკაინისა, მომღერლის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა მარიხუანა, ქსანაქსი და ბენადრილიც. გარდა ამისა, როგორც ტაბლოიდი იუწყება, გარდაცვალების დღეს უიტნი ყელის არეში ტკივილს უჩიოდა. აბაზანაში კი, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, იქვე იყო თეთრ ქაღალდში გახვეული სიგარეტებიც. შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში", 11 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები