0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს სენატორების ინიციატივას რუსეთთან შეთანხმების გაუქმების შესახებ, რომელიც ვერტმფრენების ყიდვას ეხება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, შტატებს ასეთი პოზიცია რუსეთის მიერ სირიისთვის იარაღის მიყიდვის გამო აქვს. სენატორები კონტრაქტის შეჩერებას იმ რუსულ კომპანიასთან ითხოვენ, რომლისგანაც ავღანეთის ოპერაციის მოსამარაგებლად ვერტმფრენებს ყიდულობენ. ვიქტორია ნულანდმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და ჯექსონ-ვენიკის შეთანხმებაზეც ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ეს შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულების წესდებასთან შესაბამისობაში არ მოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები